ახალი ამბები

გორის მერიის ბავშვთა განყოფილებამ ადრეული ქორწინების შემთხვევა გამოავლინა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებამ ბავშვზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ადრეული ქორწინების 1 შემთხვევა გამოავლინა.

ამის შესახებ ინფორმაცია განყოფილების ანგარიშშია მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ბავშვზე ძალადობის 2 შემთხვევა გამოვლინდა.

“ერთ შემთხვევაში იყო იძულება, ფსიქოლოგიური ძალადობა და უგულებელყოფა, რომელიც გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების ცენტრში. მეორე შემთხვევა, არასრულწლოვანზე სავარაუდოდ განხორციელებული გარყვნილი ქმედება და ადრეული ქორწინების 1 შემთხვევა გადამისამართდა  შსს გორის რაიონულ სამმართველოში” , – აღნიშნულია განყოფილების ანგარიშში.

გორის მერიაში ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება 1 წლის წინ შეიქმნა. აღნიშნულ განყოფილებაში სულ 6 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 2 ხელშეკრულებით არის აყვანილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.