დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში ტყუპი დაიბადნენ. საბა და ზაზა კოპაძეები თავს კარგად გრძნობენ, სულ მალე დატოვებენ ,,იავნანას“ და შინ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ხუთ და-ძმას გაიცნობენ.
ინფორმაციას “იავნანას” ადმინისტრაცია ავრცელებს.
“33 წლის ნათია ცინცაძემ ტყუპი ბიჭი ფიზიოლოგიური მშობიარობით გააჩინა. ცინცაძის მიღება/მშობიარობა მეან გინეკოლოგმა გაგი ნადიმაშვილმა მართა ირინა ისპრიანცთან და ზაზა მირუაშვილთან ერთად, ნეონატოლოგი კი ნანა ხმიადაშვილი გახლდათ. განყოფილების უფროსი – ვასიკო სიმონია. ცინცაძე-კოპაძეების ოჯახს უკვე 7 შვილი ჰყავს: ნინო, სოფო, გურამი, პავლე, ბარბარე და ნაბოლარა ტყუპები – საბა და ზაზა” , – აცხადებენ “იავნანაში”.
როგორც ცნობილია, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით, 950-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.