სტატიები

შეამცირონ შტატები, გააუმჯობესონ სერვისები, განვითარდნენ – მოქალაქეთა რჩევები მერიის ა(ა)იპ-ებს

შეამცირონ შტატები, არ იყვნენ პოლიტიზირებულები, გააუმჯობესონ სერვისების ხარისხი, დამოუკიდებლად მოიძიონ ფინანსები – ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მისამართით გასცემენ.

რადიო “მოზაიკამ” ონლაინ გამოკითხვის საშუალებით შეაგროვა მოქალაქეთა პასუხები კითხვაზე, რას ურჩევდით გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებს. რჩევების ძირითადი ნაწილი საკადრო პოლიტიკას, თანხების ხარჯვას და არჩევნებში ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართულობას ეხება.

საკადრო პოლიტიკა

მოქალაქეთა რჩევების ძირითადი ნაწილი საკადრო პოლიტიკას ეხება. ისინი ფიქრობენ, რომ ა(ა)იპ-ებში პრობლემების გამოსწორებაზე ზრუნვა, საკადრო პოლიტიკის ცვლილებით და საშტატო ნუსხების გადახედვით უნდა დაიწყოს.

“თანამშრომლები კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდნენ. ბიუჯეტის 30 პროცენტზე მეტი არ უნდა იხარჯებოდეს ხელფასებში. მათ უნდა შექმნან პროდუქტი, რომლითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ისარგებლებენ”, – ასეთია ერთ-ერთი მოქალაქის რჩევა.

“შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა, გამჭვირვალე და მკაცრი კონკურსით შეარჩიოს კადრი.გამოავლინონ კრეატივი და პასუხისმგებლობა”, – ეს რჩევაც გორში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნის.


ქალები ბიზნესში – ხელშეწყობა და ბარიერები გორში

საქართველოში ბიზნესის სფეროში მოხვედრა არაერთ სირთულესთან, დანახარჯებთან და რისკებთანაა დაკავშირებული. ამ გზის გავლა კიდევ უფრო რთულია ქალებისთვის, რადგან მათ ნაკლები ფინანსური კაპიტალი გააჩნიათ ხოლმე. ირმა კიტრიაშვილი გორში მდებარე რძის საწარმოს ხელმძღვანელია. მანამდე ირმა სილამაზის და ყვავილების სალონსაც ამუშავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს თავს კარგად ართმევდა, საზოგადოების ნაწილი მის შესაძლებლობებს მაინც ეჭვის თვალით უყურებდა. ირმა […]


საბიუჯეტო დაფინანსება

მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ები ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას არაეფექტურად ხარჯავენ. მათი აზრით, მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებისგან ვერ იღებს გაცემული დაფინანსების შესაბამის სარგებელს:

“იმუშაონ კეთილსინდისიერად, პროფესიონალი ჯგუფით და რესურსები სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენონ”.

“პირველ რიგში თითოეულმა ა(ა)იპ-მა უნდა გააქტიუროს თავისი საქმის განხორციელება. ასევე სასურველია ახლო კიმუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან.”

“სარგებლიანი საქმიანობები განახორციელონ და არ იყვნენ მხოლოდ საბუტებში და ბიუჯეტურ ანაზღაურებაზე დამოკდიებულები”.


ხაშურის მერიამ 52 800 ლარად დაცვის მომსახურება შეისყიდა – რის დაცვა სურს უწყებას 

ხაშურის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება გააფორმა დავის პოლიციასთან. უწყებამ დაცვის მომსახურებისთვის, 52 800 ლარი გადაიხადა.  “ქალაქ ხაშურში, ტაბიძის ქ.N2-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დაცვა და შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება (სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით)”, –ნათქვამია დოკუმენტაციაში.  ხაშურის მერიას აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზეზიც განმარტებული აქვს.  “ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია და […]

უსაფრთხოა თუ არა რიკოთზე გადაადგილება – რას ამბობს ხალხი, რას ამბობს გზების დეპარტამენტი

შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რიკოთის უღელტეხილზე არსებულ მდგომარეობაზე საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა. საუბარია ახალი გზის პროექტზე, რომელიც საერთაშორისო დაფინანსებით რამდენიმე წელია ხორციელდება.  მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ აღნიშნულ გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია და მიუხედავად გზების დეპარტამენტის მიერ არაერთგზის გაკეთებული განმარტებისა, მის უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარებათ. მათ ეჭვს ამყარებს, ისიც რომ რამდენიმე თვეა რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს […]


პარტიული ინტერესები

რჩევების ნაწილი ა(ა)იპ-ების დეპოლიტიზირებას ეხება. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ების საქმიანობას დიდწილად პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავს. მათი აზრით, ადამიანების დასაქმება, ახალი შტატების შექმნა, მომსახურებების კონკრეტული ბიზნესისგან შეძენა სწორედ პარტიული კუთვნილების მიხედვით ხდება.

“უკეთესს ა(ა)იპ-ებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა მათი საქმიანობა იქნება ხარჯებთან შესაბამისიბაში, თანამშრომლების აყვანა მოხდება კვალიფიკაციის და არა პარტიული კუთვნილების მიხედვით და მათი საქმიანობა იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე”.

“შეწყვიტონ პარტიული აქტივისტებისათვის პენსიის გადახდა და რეალურად მისცენ საქმე თანამშრომლებს”.


უმცირესობების მხარდაჭერა – გორის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა

გორის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდობის განვითარების ახალი სტრატეგია აქვს. დოკუმენტი, რომელიც დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს მოიცავს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 14 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა. “2022-2026 წლების ახალგაზრდობის სტრატეგიის მიზანი 14 – დან 29 წლამდე ახალგაზრდების განვითარებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნაა” , – განმარტავენ მერიაში. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ამოცანა უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების მხარდაჭერაა. „სტრატეგიის ხედვა ითვალისწინებს ისეთი ეკოსისტემის […]


გორის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პასუხისმგებლობა გორის მერს ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ა(ა)იპ-ებში არსებულ ხარვეზებზე.

აღნიშნულ დაწესებულებებში პრობლემების გამოვლენისთვის აუდიტორიულ შემოწმებას მერიის აუდიტის სამსახური ატარებს, თუმცა უკვე წლებია, მის მიერ გამოვლენილ ხარვეზებს ეფექტური რეაგირება არ მოჰყვება.


ხაშურის მერია ადმინისტრაციული ერთეულებისთვის ინტერნეტმომსახურებას შეიძენს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ადმინისტრაციული ერთეულებისათვის ინტერნეტ მომსახურების შესყიდვაზე. უწყებამ აღნიშნული მომსახურებისთვის 13 200 ლარი გაითვალისწინა.  ხაშურის მერიას სურს შეიძინოს მომსახურება ერთი წლის ვადით 11 ადმინისტრაციული ერთეულისთვის:  სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს:  • ინტერნეტის მიწოდება  24 საათიან გრაფიკით არასამუშაო და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით; • საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა და ხარვეზების აღმოფხვრა შეტყობინებიდან 24 საათის […]


შესაბამისად, ა(ა)იპ-ები გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოების ნაკლები სიმპატიით და ნდობით სარგებლობენ.


წყალი, გზა, ნაგვის ურნები – რა პრობლემების მოგვარება სურთ ოკამში 

ბევრი რამეა მისახედი, – ამბობენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში. კერძოდ, ადგილობრივები წუხან, რომ სოფელში საკმარისი ოდენობის ნაგვის ურნები არ დგას, რომ სოფლის ერთადერთი წყარო ინგრევა და საგზაო ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია. ოკამში არსებულ პრობლემებზე მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.  “ბევრი რამეა მისახედი, მაგრამ რაც მისახედია და აუცილებელია: ელექტროენერგიის მოწესრიგება, სოფლის წყარო, მედპუნქტის უკან გზა- მანქანები ძლივს რომ გადაადგილდებიან […]


დარგის სპეციალისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ ვითარების შეცვლისთვის აუცილებელია, რომ ახალი ხელისუფლების დღის წესრიგში დადგეს ა(ა)იპ-ების მართვის პოლიტიკის შეცვლა – პრობლემების არსებობის ხმამაღლა აღიარება და სექტორებს შორის თანამშრომლობით, ყველა ამ პრობლემის ეტაპობრივად მოგვარება.


ქარელის მერიამ 9 თვეში 96 000 ლარზე მეტი ღირებულების საწვავი იყიდა 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 თვეში 96 282 ლარის ღირებულების საწვავი შეიძინა.  აღნიშნულ პერიოდში შეძენილ საწვავში შედის ბენზინი და დიზელი. მომსახურებისთვის ხელშეკრულებები ქარელის მერიამ მიმწოდებელ კომპანიას “პეტროლიუმ ჯორჯია” გაუფორმა.  უწყებამ ყველაზე მეტი თანხა საწვავში იანვარში, თებერვალში, მარტსა  და აპრილში გადაიხადა.  “მოზაიკა” გთავაზობთ თვეების მიხედვით შეძენილი საწვავის ოდენობას და გადახდილ თანხას:  იანვარი – 3400 ლიტრი (12 558 ლარი);  თებერვალი […]

ქარელის მერია 200 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს უტენდეროდ ყიდულობს 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ქარელის მერიამ ყველაზე მეტი – 6 გამარტივებული შესყიდვა 7 ივლისს განახორციელა. აქედან 9 შესყიდვა 5 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებია. უწყებამ სხვადასხვა სახის სამუშაოების გამარტივებული წესით შესასყიდად ერთ თვეში 251 680 ლარი დახარჯა. შესყიდული სამუშაოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 40 000 ლარი სანიაღვრე არხების მოსაწყობად მოხისსა და კეხიჯვარში; 12 000 ლარი […]

ქარელის მერია “ოცნების” შემომწირველი კომპანიის მიმართ მიკერძოებაში ამხილეს

ნაგვის გადასაზიდი მანქანის შესყიდვისთვის გამოცხადებული სადავო ტენდერი – ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვა კომპანია ჯი-თი გრუპმა გაასაჩივრა. კომპანიის განმარტებით, ქარელის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები ერთი კონკრეტული კომპანიის “თეგეტა თრაქ ენდ ბასის” ინტერესებზე იყო მორგებული. “თრაქ ენდ ბასის” 100%-ს შპს “თეგეტა მოტორსი” ფლობს, რომელმაც 2017 წელს “ქართულ ოცნებას” 120 000 ლარი შესწირა. “ჯითი-გრუპის” საჩივარი შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ […]

ქარელის მერი თვეში 800 ლიტრ საწვავს ხარჯავს და სამსახურში თბილისიდან დადის

ქარელის მერია ყოველთვიურად 3 000 ლიტრს საწვავს მოიხმარს. მერიის ბალანსზე 7 ავტომობილი ირიცხება, აქედან ყველა მეტი საწვავი მერის, ზაზა გულიაშილის ავტომობილს ხმარდება, რომელიც სამსახურში ყოველდღე თბილისიდან დადის. გულიაშვილი თვეში 800 ლიტრ საწვავს ხარჯავს, რაც საერთო ჯამში, იანვრიდან დღემდე, 8 800 ლიტრს შეადგენს.  მერიამ ბოლოს საწვავი 11 ნოემბერს შეიძინა და 9 870 ლარი გადაიხადა. საერთო ჯამში, 11 […]

ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის მუშაობით მოსახლეობა უკმაყოფილოა

ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის მუშაობით მოსახლეობა უკმაყოფილოა. მოქალაქეები ჩივიან, რომ სოფლებიდან ნარჩენები საჭირო სიხშირით არ გააქვთ.  “ნაგავი მგონი რამოდენიმე კვირაა  არ გაუტანია დასუფთავების სამსახურს. ვიკითხე, რა ხდება თქო და პასუხი მივიღე დაუჯერებელი. ახალი მანქანებია და არ შემოდიან ხის ტოტები ედება მანქანას და უფრთხილდებიან, არ დაზიანდესო”, – ყვება ერთ-ერთ სოფელში, თათანაანთუბანში მცხოვრები ლელა ტომარაძე.  Ნარჩენების დროულად გატანის […]

ქარელის 1-ელი სკოლის ყოფილი ექიმი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს 

ქარელის 1-ელი სკოლის ყოფილი ექიმი ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. ნინო გოგიჩაშვილი 2022 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. როგორც ის “მოზაიკას” უყვება, სკოლიდან განსხვავებილი პოლიტიკური შეხედულებების გამო, გაათავისუფლეს, რადგან წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას მხარს ღიად უჭერდა.  “2020 წელს გამოცხადდა კონკურსი  სკოლაში ექთნის ადგილზე, კონკურსის წესთი მოხდა ჩემი შერჩევა და დავიწყე მუშაობა. 2021 წელს თვითმართველობის არჩევნებზე აქტიურ მონაწილეობას […]

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.