ახალი ამბები

გორის მერია 2022 წელს, სათამაშო ბიზნესიდან 100 ათასი ლარის შემოსავალს ელოდება

გორის მერიას 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხა 100 000 ლარით აქვს წარმოდგენილი. მიმდინარე წლის გეგმა კი უფრო მეტით იყო განსაზღვრული. გორის მერია სათამაშო ბიზნესიდან 2021 წლის ბოლომდე, 160 ათასი ლარის მიღებას ელოდება.

ამ მხრივ შეფერხება მხოლოდ 2020 წელს, იყო, როდესაც კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიო პანდემია გამოცხადდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საკარანტინე რეგულაციები მოქმედებდა.

მანამდე კი 2019 წელს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 292 200 ლარი შევიდა, რა დროსაც მიღებულმა შედეგმა გეგმას 28%-ით გადააჭარბა.

2018 წლისთვის სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი 350 ათასი ლარით განისაზღვრა, 2017 წლისთვის თანხა 574 000 ლარამდე გაიზარდა,  2016 წელს კი აღნიშნული ბიზნესიდან გორის მუნიციპალიტეტმა 676 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები