გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა მოქალაქეს, რომელმაც საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია ფეკალური მასით დააბინძურა. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.
საქმის მასალების მიხედვით, მ.ტ-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღის ტერიტორიის მიმდებარედ, ფეკალური მასით დააბინძურა გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია. მერიის ინტერესებს იურისტი გიორგი ბატონისაშვილი იცავდა.
“მ.ტ-მ სასამართლო სხდომაზე აღიარა გადაცდომის ჩადენა, განმარტა, რომ უახლოეს დღეებში მთლიანად გაწმენდს ტერიტორიას” , – აღნიშნულია მოსამართლის მიერ გამოცემულ დადგენილებაში.
როგორც ცნობილია, საქმეში არსებობდა ფოტოილუსტრაციებიც. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მოქალაქე სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.