გორელი მწერლები გალაქტიონის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისივე სახელობის ხეივანში ღონისძიებას გამართავენ.
მწერალ დათო ახლოურის თქმით, ღონისძიებაზე გაიხსენებენ მწერლის შემოქმედებას და წაიკითხავენ ლექსებს.
“საიუბილეო თარიღია, 130 წლის გახდა და გვინდა გალაქტიონის ხეივანში ღონისძიება მოვაწყოთ ადგილობრივმა პოეტებმა. წავიკითხავთ მის ლექსებს და ვისაუბრებთ მის სიდიადეზე”, – ამბობს ახლოური.
ღონისძიება 17 ნოემბერს 16:00 საათზე დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი