გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ეს არის მისი პირველი ოფიციალური შეხვედრა მთავრობის მეთაურთან, როდესაც მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროგრამებს მერის რანგში განიხილავს. არსებული ინფორმაციით შეხვედრას გუბერნატორიც დაესწრება.
როგორი იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათი სამუშაო გეგმა და პრიორიტეტები ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ამ თემებზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და არჩეულ მერებს შორის შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
“ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტებს ცენტრალური მთავრობისა და მაქსიმალური პირადი მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ის პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხორციელდეს. პრემიერმა არჩეულ მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია“, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულს მერებთან აქტიური კოორდინაცია დაავალა და მერებს მოუწოდა, მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, რათა მაქსიმალურად იყონ ინფორმირებული მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ და ყველა პრობლემა მოქალაქეებს დროულად და ეფექტურად გადაუჭრან.