გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის დასს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
“გორის მუნიციპალიტეტის მერმა უკრაინის თეატრალურ ფესტივალზე ერისთავის თეატრის წარმატებული გასტროლის შემდეგ თეატრის დასი და სპექტაკლში მონაწილე მსახიობები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია”, – წერს თეატრის ადმინისტრაცია
დატოვეთ კომენტარი