ეროვნული ლიგის 33-ე ტურში გორის “დილამ” თბილისის “დინამო” 1:0 დაამარხა.
შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი, 47-ე წუთზე მეტოქის კარში გატანილი გოლით, ბიძინაშვილმა გორის “დილას” გამარჯვება მოუტანა.
“მომენტები ორივე მხარეს იქმნებოდა, თუმცა ფორტუნა დღეს ჩვენს მხარეს იყო. ამ თამაშმა მოგვცა ფსიქოლოგიური მუხტი მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც საბურთალოსთან გველის, ეს მატჩი სამეულისთვის ბრძოლაში ერთ ერთი გადამწყვეტი იქნება. თუმცა, ჩვენთვის თელავთან და დინამო ბათუმთან დარჩენილი შეხვდრებიც ძალიან პრინციპულია და მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ანდრეიმ დემჩენკომ, გორის “დილას” მთავარმა მწრთვნელმა.