“გორმედის” ქსელის კოვიდკლინიკებში სტაციონარული მკურნალობა უტარდება 223 პაციენტს. ამის შესახებ, კლინიკური დირექტორი ხათუნა შრუბი აცხადებს.
“22 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელთაგან 12 პაციენტის მდგომარეობა ძალზე მძიმეა” , – აცხადებს ხათუნა შრუბი.
როგორც ცნობილია, კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 5 553 მოქალაქეს დაუდასტურდა.
დატოვეთ კომენტარი