ახალი ამბები

როგორ გავხდეთ DRIVE Democracy-ის მონაწილე?

პარტნიორული მასალა

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) აცხადებს მონაწილეების მესამე ნაკადის მიღებას პროექტის – “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის” (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy) ფარგლებში. 

DRIVE Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. 

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას, არჩეული  თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

აპლიკაციების მიღება ცხადდება თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. პროექტში მონაწილეობა უფასოა. 

რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებში, სამოქალაქო კონგრესსა და საგრანტო კონკურსში. ონლაინ ტრენინგები დაიწყება 2021 წლის დეკემბერში და დასრულდება აპრილში, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობები ეტაპობრივად, 2022 წლის მანძილზე განხორციელდება.

როგორ ხდება მონაწილეთა შერჩევა?

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ონლაინ-აპლიკაციისა და გასაუბრების შედეგად.  აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ნოემბერი.

მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან პროექტის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eecmd.org

ეს საქმიანობა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული
დატოვეთ კომენტარი