გორის მე – 8 საჯარო სკოლის პროექტმა “ციფრული ბალანსი” ევროპის ხარისხის ნიშანი მიიღო.
საჯარო სკოლებისთვის არსებობს ევროპის სკოლების პროექტების პლატფორმა, სადაც მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ნახონ რა საგანმანათლებლო პროექტები მიმდინარეობს. სკოლები აქ დებენ საინტერესო პროექტებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს უზიარებენ.
თანამშრომლობითი ღონისძიებები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მე – 8 სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი ჩართულები იყვნენ პროექტში “ციფრული ბალანსი”, რომელმაც etwinning -ის ხარისხის ნიშანთან ერთად, საქართველოს საუკეთესო პროექტის ტიტულიც მიიღო, ახლა კი აღნიშნული პროექტი ევროპის ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.
დატოვეთ კომენტარი