ახალი ამბები

წინასაარჩევნოდ ბევრი პრობლემა დავინახე, რასაც გუნდთან ერთად მოვაგვარებ – ხინჩეგაშვილი

“გორი ჩემი საყვარელი ქალაქია და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ” – ასე იწყებს გორის ახალი მერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტს, რომელიც მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის პირველ სამუშაო დღეს ასახავს.

მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, რომლის გაგრძელებასაც უფლებამოსილების პერიოდში გეგმავს. ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იმედებს არ გაუცრუებს და პრობლემებს, რაზეც წინასაარჩევნოდ საუბრობდა მაქსიმალურად აღმოფხვრის.

“წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დავინახე ბევრი პრობლემა, რასაც გუნდთან ერთად, აუცილებლად მოვაგვარებ.
ბოლო პერიოდში უამრავი კარგი პროექტი განხორციელდა და მაქსიმალურად ვეცდები, კიდევ უფრო ბევრი გაკეთდეს.
წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა და იმედი მაქვს, ერთად ყველაფერს შევძლებთ! მაქვს ჩემი გუნდის, ჩემი თანამშრომლების და თითოეული თქვენგანის იმედი” ,
– წერს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები