ახალი ამბები

შიოშვილი: თანამშრომლების ნაწილი დავტოვეთ, მერიის პარალიზება რომ არ მომხდარიყო

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და “ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, თამაშ შიოშვილი რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, რომ აქციაზე წასული მერიის თანამშრომლების ზუსტი რაოდენობა არ იცის. 

“თვლით არ დამითვლია, რამდენი თანამშრომელი წამოვიდა. ვისაც სურვილი ჰქონდა დაწერეს განცხადებები ერთდღიან შვებილებაზე. პარალიზება რომ არ მომხდარიყო მერიის, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა დავტოვეთ. ისე ვერ გამოვიდოდა, რომ მთელი შენობა დაცალო და გამოკეტო”, – განაცხადა თამაზ შიოშვილმა. 

ინფორმაციისთვის, დღეს, 27 ოქტომბერს თბილისში მმართველი პარტია აქცია მართავს სლოგანით “გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე”.  აქციაზე დასასწრებად “ქართულმა ოცნებამ” მოქალაქეები რეგიონებიდან, მათ შორის გორიდან დაქირავებული მიკროავტობუსებით წაიყვანა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.