ლადო ხინჩეგაშვილი 27 ოქტომბრიდან გორის მერი ოფიციალურად გახდა. შესაბამისი ბრძანება უკვე დაწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უფლებამოსილების ვადის ათვლა დღეიდან დაიწყო. რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა, როგორია ახალი აღმასრულებელი ორგანოს მუშაობის პირველი დღე გორის მერიაში. აღმოჩნდა, რომ ახალმა მერმა თანამშრომლებთან შეხვედრა გადადო და დედაქალაქში გამგზავრება გადაწყვიტა.
“ვერ გეტყვით ლადო ხინჩეგაშვილი იყო თუ არა მოსული დღეს მერიაში, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია ის წავიდა თბილისში, აქციაზე დასასწრებად”, – განმარტავენ პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, ლადო ხინჩეგაშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა და მან ხმების 52% მიიღო.
დატოვეთ კომენტარი