გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში გადამოწმებულ რეგისტრირებულ სახერხ საამქროებში წიწვოვანი სახეობის მორები იყო განთავსებული, რომელიც არ იყო ასახული ელექტრონულ ჟურნალში” , – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.
დატოვეთ კომენტარი