ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია გორის ახალ საკრებულოში ფრაქციას შექმნის, რომელსაც მამუკა ფანიაშვილი უხელმძღვანელებს.
არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, გორის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში გახარიას პარტიის 3 წევრი იქნება: მერაბ გოხელაშვილი, მამუკა ფანიაშვილი და მაია ბოლაშვილი.
კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებული მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოვალეობის შესრულებას 27 ოქტომბრიდან შეუდგება, ახალი საკრებულო კი, ამ თარიღიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეიკრიბოს.
ახალ საკრებულოში სულ 36 წევრი იქნება, რომელშიც უმრავლესობა ისევ “ქართულ ოცნებას” ექნება.
დატოვეთ კომენტარი