ახალი ამბები

სამხედრო ჰოსპიტალში დირექტორის მოადგილის პოზიცია ვაკანტურია

გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალმა დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.

შესაბამისი განცხადება ჰოსპიტალმა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 4 750 ლარია.

დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით და მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება.

განცხადებების მიღება 30 ოქტომბერს სრულდება.

დატოვეთ კომენტარი