შიდა ქართლში ასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა ხვალ, 11 ოქტომბერს 16:00 საათზე zoom-ის საშუალებით გაიმართება.
შეხვედრას ორგანიზებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ გაუწევს.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ხვალ, 16:00 სთ-ზე ZOOM-ის საშუალებით მართავს ონლაინ შეხვედრას შიდა და ქვემო ქართლში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას გაუძღვება საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორის მოადგილე გოგიტა ღვედაშვილი. თემა: სტრატეგიული კომუნიკაციების როლი დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ”, – ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.