ოკუპირებულ ცხინვალში დღეიდან პირველ ნოემბრამდე, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბავშვთა გასართობი ცენტრები და სპორტდარბაზები დაიკეტა.
პირველ დეკემბრამდე კი დე ფაქტო საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების, მათ შორის, რელიგიური რიტუალების გამართვა აიკრძალა. გარდა ამისა, კვების ობიექტებმა მომხმარებლების მიღება 50 პროცენტამდე უნდა შეამცირონ.
“მკაცრდება პირბადის გამოყენების წესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსით გადაადგილებისას. კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კი 14 დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ”, – აცხადებენ ოკუპირებულ ცხინვალში.
შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ ეპიდვითარების გაუარესების ფონზე მიიღო. ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დროს არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა, არამედ ლეტალური შემთხვევებიც გაზრდილია.