გორის მერის პირველმა მოადგილემ პანდემიის პერიოდში ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით) და მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა. გორში, შინდისის გზატკეცილზე 5624 კვ.მ ფართის ნაკვეთი 190 000 ლარად იყიდა, ავტომანქანაში (MERCEDES GLE 3,5) კი მიმდინარე წლის მაისში, 38 000 დოლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, ნიკა ღვინიაშვილს დეკლარაციაში კიდევ ერთი მსუბუქი ავტომანქანა უფიქსირდება, HIUNDAY ELANTRA მან 2019 წელს, 7500 დოლარად შეიძინა. იმავე წელს იყიდა სოფელ ბერბუკში შენობა-ნაგებობით მიწის ნაკვეთი (2464 კვ.მ), რაშიც 20 000 ლარი გადაიხადა.
ნიკა ღვინიაშვილი გორის მეროს მოადგილედ მიმდინარ წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე ის შიდა ქართლში სს სინქნეტის რეგიონული მენეჯერი იყო. ამ თანამდებობაზე ყოფნისას 2020 წელს, მისმა თანამდებობრივმა სარგომ 39 107 ლარი შეადგინა.