სტატიები

ახალი საკრებულოს პირველ სხდომას, უხუცესი წევრი, ბორია გოგიჩაიშვილი გაუძღვება

ახლადარჩეული საკრებულო გორში პირველ სხდომას სავარაუდოდ ნოემბრის პირველ კვირაში გამართავს. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ამ დროს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო ხმათა უმრავლესობით ახალ თავმდჯომარეს და მოადგილეებს აირჩევს. პირველივე სხდომაზე მოხხდება ფრაქციების რაოდენობისა და დაკომპლექსების საკითხის განსაზღვრაც.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება (რეგისტრირებულია) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

გორის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოს შემთხვევაში ასაკით ყველაზე უფროსი, ქვახვრელის, ბოშურის, ხიდისთავისა და ატენის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი ბორია გოგიჩაიშვილია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდება გორში ახალი საკრებულოს პირველი სხდომა.

“ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს”, – წერია თვითმმართველობის კოდექსში.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წყდება. ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება” ისევ უმრავლესობითაა წარმოდგენილი. 24 დეპუტატს შორის 11 მაჟორიტარული, 13 კი პროპორციული სიითაა შესული.

დატოვეთ კომენტარი