გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღვთო ლიტურგია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში აღასრულა და ეპარქიის მღვდელმსახურები ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით დააჯილდოვა.
სამი ათეული წელი ტაძარში მსახურებისათვის დეკანოზ გიორგი გაბლიშვილსა და მღვდელ იოანე ცეცხლაძეს გადაეცათ ოქონის საწინამძღვრო ხატის ასლები.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდნენ დეკანოზები: ანდრია მინდოდაშვილი;
თადეოზ ქებაძე;
ვახტანგ ნიკოლაიშვილი;
გრიგოლ მჭედლიშვილი;
დეკანოზის ხარისხში აყვანილ იქნენ მღვდლები: ზაზა სოსიაშვილი:
ლუკა კარელიძე;
დავით ყურაშვილი;
სოლომონ ბაბიაშვილი;
გიორგი კოკოშვილი;
გიორგი კარელიძე.
ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ მღვდლები: ბასილი ფოსური;
იოანე ბონდარენკო;
იაკობ აბულაძე.
სასულიერო პირების ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის და კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს დაჯილდოვდნენ.