ახალი ამბები

გორის პირველი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 

გორის პირველი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

“ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება, გადავა თუ არა სრულად დისტანციურ სწავლების რეჟიმზე ესა თუ ის სკოლა. როდესაც უმართავი ხდება ვითარება, სკოლაში სხვადასხვა კლასის ბავშვს აქვთ კოვიდი და რთულია კონტაქტების დადგენა ამ შემთხვევაში სკოლა, ორი კვირის განმავლობაში გადადის დისტანციურ სწავლებაზე”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი, კარალეთის საჯარო სკოლა აგრძელებს სწავლას დისტანციურად.

დატოვეთ კომენტარი