გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ვაქცინაციის სივრცეები მოეწყო
ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ვაქცინაციის სივრცეები მოეწყო

 „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ – ეს არის სლოგანი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობაში ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის შეიმუშავა. 

პროექტის ფარგლებში ვაქცინაციის სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხიდისთავის, კარალეთისა და ხელთუბნის ამბულატორიებში მოეწყო.

სამივე სოფელში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ. ისინი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმუნიზაციის პროცესი გაეცნენ.

კამპანია საქართველოს მასშტაბით 50-მდე სოფელში განხორციელდება. მარათონის ფარგლებში 150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება მიიღოს სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას.

დატოვეთ კომენტარი