გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. ის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“გორმედის” ინფორმაციით, კლინიკაში ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტი შეიყვანეს, ერთი გარდაიცვალა, დანარჩენ ორს კი, ოპერაცია უტარდება. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 18 წლის ბიჭიც. მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.
დატოვეთ კომენტარი