ახალი ამბები

გორთან მომხდარი ავარიის შედეგად 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ავტობანზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.

თვითმხილველების თქმით მანქანა გზიდან გადავარდა, რა დროსაც 18 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

“მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა, ორმოულში ჩავარდა მანქანა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ქორწილის კოლონას მოჰყვებოდნენ” , – აცხადებს თვითმხილველი.

ავარიის შედეგად დაშავებული 3 მამაკაცი “გორმედში” გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.