გორში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამაკაცი, რომელიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე იგინებოდა.
“ნასვამი ლ.მ იგინებოდა და ილანძღებოდა ხმამაღლა უცენზურო სიტყვებით. იგი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა ამგვარი ქმედება, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა” , – განმარტა მოსამართლე დავით პაპუაშვილმა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლ.მ-მ “აღიარა დანაშაული და ითხოვა პატიება” . მოსამართლემ იგი სიტყვიერი შენიშვნის სანაცლოდ გაათავისუფლა.
დატოვეთ კომენტარი