ავტორი: თეონა ფანქველაშვილი
ჩემს მეხსიერებას ახსოვს 1991 წლის 31 მარტი – არჩევნების დღე, როცა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმზე, მკაფიოდ უთხრეს “არა” რუსულ რეჟიმს. მაშინ მე პატარა ვიყავი და მშობლებმა წამიყვანეს პირველად არჩევნებზე.
იმ დროიდან ველოდებოდი 18 წლის გახდომას, რათა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მეც მქონოდა. თითქოს ვირწმუნე, ერთ-ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გააჩნია ადამიანს, სწორედ საარჩევნო ხმაა. მოკლედ, რაც სრულწლოვანი გავხდი, ყველა არჩევნებში ვიღებ აქტიურ მონაწილეობას. ხან ამომრჩევლი ვარ, ხან დამკვირვებლი, ხანაც საარჩვენ კომისიის წევრი.
ბოლო წლებში, თითქმის ყველა არჩვენბზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ვარ და შესაბამისად, იმ ყველაფრის ყურება მიწვს, რაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უშლის ხელს – კრიმინალები, სუსის წარმომადგენლები, პოლიცია, აგიტატორები, უკვე წლებია, ერთნაირად მოქმედებენ. ყოველ წელს ვგრძნობ და ვხვდები, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა და მისი განვითარება უბრალოდ არ აინტერესებთ.
პოლიცია და სუსი აკონტროლებენ მთელი დღე სიტუაციას საარჩევბო უბნებთან – განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ საჯარო მოხელეები არიან. კონტროლდება, მათგან ვინ მოვიდა, არჩევნებზე და ვინ – არ მოვიდა. პირდაპირი მუქარაც კი არაა საჭირო – ყველამ იცის, რომ სამსახურის შენარჩუნების გარანტია მმართველი პარტიის მხარდაჭერაა. .
“ქართული ოცნება” მხარდაჭერის სანაცვლოდ, ამომრჩეველს პირდება ყველაფერს, რისი გაკეთებაც დაშვებულია და რისი გაკეთებაც დაუშვებელია. მაგალითად, კრიმინალებს – მეგობრების გამოშვებას ციხიდან . აგიტატორებს – ფულს, რომელიც მხოლოდ ერთი დღე ეყოფათ სურსათისთვის, გაჭირვებულ ოჯახებს – საკვებს და დასაქმებას, ბიზნესმენებს – ტენდერების მოგებას.
წელს პირველად ვცადე იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც არჩევნების ასე მავნე ფორმით ჩატარებაში იღებდნენ მონაწილეობას – ვკითხე, ნუთუ დაპირებული ფული, საჭმელი და სამსახური უღირდათ იმათ, რომ ქვეყანას უფრსკრულისკენ მიყავდათ. იმდენად ცინიკური, სარკასტული და შეურაცხმყოფელი იყო მათი დამოკიდებულება, რომ დავეჭვდი, ნამდვილად მათთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობდი, თუ არა.
ერთ-ერთ უბანზე, სუს-ის წარმომადგენელი მოვიდა, მანქანიდან მიღებდა. დავინახე და მივედი მე მივედი მასთან. მოვიხსენი პირბადე და ვკითხე, ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ისევ ასე მოიქცევი-მეთქი. არაფერი მიპასუხა. საარჩვენო უბნებზე ნაცნობი ოცნების წარმომადგენლები მეუბნებოდნენ, რომ ა-პოლიტიკურები იყვნენ. ამ ქვეყანაში სიტყვა აპოლიტიკური მოდაში შემოვიდა. არადა პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი დღის წესრიგს და მომავალს.
არჩვენები დამთავრდა. მეორე ტურები გველოდება წინ. მესამე პრეზიდენტი დაკავებულია და ,შიმშილობს. ქვეყნის ისტორიაში მეორედ დევნიან საქართველოს პრეზიდენტს, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
ღრმად მჯერა და მწამს, რომ სამშობლო ყველაზე დიდი ღირებულებაა და მისი სიყვარული განუზომელია. ამ სიყვარულს კი სწავლა სჭირდება ისე, როგორც ვსწავლობთ კითხვას, წერას, მანქანის ტარებას და ასე შემდეგ. ვიბრძვი და არ დავიღლები ბრძოლით, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთესს მომავალს.