გორელი პირველკლასელები ნეტბუქების მიღებას 15 ოქტომბრამდე შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს.
ტერმაკოზაშვილის თქმით როგორც კი ნეტბუქების საჭირო რაოდენობა დაგროვდება გადანაწილდება სკოლებში.
“ველოდებით რაოდენობის შევსებას. თანხა გადახდილი აქვს სახელმწიფოს, შემოსულია ნაწილი, რასაც ამზადებს ქარხანა შემოდის. 1765 პირველკლასელი გვყავს და როგორც კი საჭირო რაოდენობა დაგროვდება ადგილზე, მაშინვე გადმოგვცემენ. 15 ოქტომბერი გვითხრეს ბოლო ვადა”, – ამბობს ტერმაკოზაშვილი
დატოვეთ კომენტარი