სოფელ დიდი ატენის 26-ე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გაიმარჯვა. მან 107 ხმა მიიღო. მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. ვასილ მახარაშვილს ხმა 55-მა ამომრჩეველმა მისცა. გახარიას გუნდის წარმომადგენელი მესამე ადგილზეა და მან ამ უბანზე 21 ხმა მიიღო. მე-4 ადგილი კი “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა დაიკავა. ეთერ ჯალახანიას მხარი დაუჭირა 10-მა მოქალაქემ.
რაც შეეხება პროპორციულ სიას, ატენის 26-ე უბანზე “ქართული ოცნება” ლიდერობს 97 ხმით, მას მოსდევს “ნაციონალური მოძრაობა” 55 ხმით. მესამე ადგილზეა პარტია “საქართველოსთვის, რომელსაც ხმა 19 ამომრჩეველმა მისცა.
ინფორმაციისთვის, ატენის 26 უბანზე 386 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილობა 204-მა მოქალაქემ მიიღო.