ახალი ამბები

ხურვალეთის დევნილთა დასახლება ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიგო

ხურვალეთის დევნილთა დასახლების საარჩევნო უბანში ენმ-ს კანდიდატმა მოიგო.

გიორგი მახნიაშვილმა 103 ხმა მიიღო, ხოლო პარტიის “ქართული ოცნება” კანდიდატმა, კობა ბერიანიძემ 93 ხმა. 

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 296 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევანი 210-მა მოქალაქემ გააკეთა. 

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, აღნიშნულ უბანზე “ქართული ოცნების” კანდიდატმა “ენმ”-ის კანდიდატს 2 ხმით აჯობა. ხოლო პროპორციუში, პირველ და მეორე ადგილს კვლავ “ქართული ოცნება” (98 ხმა) და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (93 ხმა) ინაწილებენ.

დატოვეთ კომენტარი