ახალი ამბები

“საქართველოსთვის”: გორის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან აგიტატორები დგანან

გორის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” აგიტატორები დგანან – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” პარტიის “საქართველოსთვის” სიის II ნომერმა უთხრა.

მამუკა ფანიაშვილის თქმით, აგიტატორები არ იცავენ კანონით დადგენილ დისტანციას.

“თითქმის ყველა უბანთან ასეთი სიტუაციაა. არ იცავენ 100-მეტრიან დისტანციას, დგანან უბანთან და ეწევიან აგიტაციას”, – გვითხრა ფანიაშვილმა.

საარჩევნო უბნებთან ადამიანთა ჯგუფები დააფიქსირა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც. პარტიის სიის II ნომერმა, ანო ბალიაშვილმა გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ გორის უბნებთან “ქართული ოცნების” აგიტატორები და კოორდინატორები დგანან.

დატოვეთ კომენტარი