ციტატები

სააკაშვილის შიშით დიდი სისულელეა 41-ს შემოხაზვა – ედიშერაშვილი

გორში პარტია “ლელოს” პროპორციული სიის მე-2 ნომერი თამარ ედიშერაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა და მთავრობის წევრების განცხადებები შეაფასა.

“სააკაშვილს იმდენად კარგი პოლიტიკური ყნოსვა აქვს , აშკარად ხელისუფლების გახრწნის სუნი მიუვიდა და ოპოზიციის გამარჯვებას შორიდან მაყურებლის სტატუსით ვერ გადაიტანდა.ასე ახლოს მრავალპარტიულ სისტემასთან საქართველო სამართლებრივად და მენტალურად არასოდეს ყოფილა , სააკაშვილი ერთპიროვნულად ვეღარ მოექცევა ქვეყნის სათავეში და ამ პროცესებიდან მისი მარგინალიზაცია რომ არ მოხდეს, მაგისთვის იკლავს თავს,ამიტომ მისი შიშით დიდი სისულელეა 41-ის შემოხაზვა” , – აცხადებს თამარ ედიშერაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.