ციტატები

სპორტსმენებს ვურჩევ, რომ სწავლას დიდი დრო დაუთმონ – ხინჩეგაშვილი

"ახალგაზრდა სპორტსმენებს ყოველთვის ვურჩევ, რომ სწავლას დიდი დრო დაუთმონ" , - ამის შესახებ, გორში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იმ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც მოგვიანებით, მმართველი პარტიის სააგიტაციო გაზეთში დაიბეჭდა. ხინჩეგაშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებლების, ოჯახის და მწვრთნელების მხარდაჭერით ყოველთვის ახერხებდა სწავლისთვის დრო დარჩენოდა. ცნობისთვის, მან გორის N9 საჯარო სკოლა დაასრულა, შემდეგ კი, გორის უნივერსიტეტში ჩააბარა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და 2013 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.