მერეთის თემში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
“ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, ლუკა ბიძინაშვილი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს” , – განმარტავს შსს, თუმცა კონკრეტულად, რომელ საქმეს ეხება გამოკითხვა, არ ასახელებენ.
ენმ-ს აქტივისტები სამხარეო პოლიციის წინ იყვნენ შეკრებილები, რადგან მათი თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში ლუკა ბიძინაშვილის ადგილმდებარეობა არ იცოდნენ.
“მეგობართან ერთად იყო რა დროსაც მათთან გაჩერდა თეთრი ფერის შკოდა, გვარები ჰკითხეს და ამის გვარი, რომ გაიგეს ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს. მის კუთვნილ მობილურზე, რომ ვრეკავთ ზარი გადის, მაგრამ ადგილმდებარეობა არ ვიცით” , – აცხადებდნენ ოჯახის წევრები.
მას შემდეგ, რაც ლევან ბიძინაშვილმა ეს ამბავი გაიგო, დარეკა პატრულში და განაცხადა, რომ მისი შვილი გაიტაცეს, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლუკა ბიძინაშვილი პოლიციამ წაიყვანა გამოკითხვაზე.