გორის მე-12 სკოლაში სტატუსი კიდევ 4-მა პედაგოგმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხი პედაგოგიდან ერთ-ერთს უფროსი სპეცმასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
“გორის №12 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს სკოლის პედაგოგებს, სტატუსის მიღებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს. კიდევ ბევრი წარმატება ჩვენს სკოლას”, – წერს სკოლის ადმინისტრაცია
პედაგოგები რომლებმაც სტატუსი მიიღეს:
ლელა წურწუმია – მენტორი მასწავლებლის;
მარინე ქობესაშვილს – უფროსი სპეცმასწავლებლის;
თაკო ნასყიდაშვილს – უფროსი მასწავლებლის;
ანა ქარელიშვილს – უფროსი მასწავლებლი.
დატოვეთ კომენტარი