ახალი ამბები

ჯერ კიდევ აქვს დრო, მოხსნას კანდიდატურა და დარჩეს ყველასთვის საყვარელ სპორტსმენად – ფანიაშვილი

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატის გუშინდელ პრეზენტაციას, პარტიის “საქარტველოსთვის” წარმომადგენელი, მამუკა ფანიაშვილი ეხმაურება. ის ლადო ხინჩეგაშვილის საჯარო გამოსვლას აფასებს და ურჩევს, კანდიდატურა მოიხსნას, საზოგადოების მხრიდან პატივისცემის შესანარჩუნებლად.

“ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი. რა თქმა უნდა შინაარსობრივ მხარეზე აღარფერს ვამბობ, საერთოდ ვერაფერი გავიგე. გულწრფელად შემეცოდა, როდესაც დავინახე როგორ ღელავდა და ნერვიულობდა. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ შეცდომა დაუშვა როდესაც დათანხმდა კანდიდატობას. ჯერ კიდევ აქვს დრო რომ მოხსნას კანდიდატურა და დარჩეს ისევ ყველასთვის საყვარელ სპორტსმენად”, – აღნიშნა მამუკა ფანიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი