21 სექტემბერს, გორში ელიტ-ელექტრონიქსის მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაულში სავარაუდო მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან.
როგორც ცნობილია, ტექნიკის მაღაზიიდან წაღებულია ტელეფონები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
დატოვეთ კომენტარი