გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში მ.შ -მ ტელევიზორი, ე.წ “რესივერი”, 2 ცალი დინამიკი და დინამიკის გამაძლიერებელი მოიპარა. იგი დააკავეს და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.
საქმე მოსამართლე დავით მაკარიძემ განიხილა.
“მ.შ-მ საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და დაეუფლა ასანოს ფირმის ტელევიზორს, ე.წ რესივერს, 2 ცალ დინამიკს და ჯენიუსის ფირმის გამაძლიერებელს, რის შედეგადაც ოჯახს მიადგა 350 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი” , – ვკითხულობთ საქმის მასალებში.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და ადვოკატმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მოსამართლემ მას 1-წლიანი პატიმრობა, 6 000 ლარიანი ჯარიმა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.