ახალი ამბები

გორში, მდგრადი წარმოებისა და მოხმარების კვირეული გაიმართება

15-28 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტში მდგრადი წარმოებისა და მოხმარების კვირეული გაიმართება. აქტივობები გადამუშავების, მწვანე მომხმარებლისა და დასუფთავების საერთაშორისო დღეებს ეძღვნება, რომლებსაც მსოფლიო ყოველწლიურად, სექტემბრის თვეში, აღნიშნავს.


 მდგრადი წარმოებისა და მოხმარების კვირეული შემდეგ თემატურ ღონისძიებებს მოიცავს:

  •  18 სექტემბერი – დასუფთავების აქციები;
  •  21 სექტემბერი, 16:00 საათი – ონლაინ ვორქშოფი #შეაკეთე შოკო ჩაჩუასთან ერთად
  •  22 სექტემბერი – ტრენინგი სოციალური და მწვანე მეწარმეობის შესახებ, სოფელ ხურვალეთში;
  •  22 სექტემბერი – საინფორმაციო ვიზიტი სოციალურ საწარმოში Second Chance / მეორე შანსი;
  •  23 სექტემბერი, 16:00 საათი – ვებინარი თემაზე “წრიული (ცირკულარული) ეკონომიკა”;
  •  27 სექტემბერი – შემეცნებითი ვიზიტი სოციალურ საწარმო “ლიდერში”.
  •  28 სექტემბერი, 16:00 საათი ვებინარი თემაზე “მწვანე მომხმარებლობა და კონსიუმერიზმი”;

ონლაინ შეხვედრებზე დასწრება გორელებისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა არ ზღუდავს სხვა დაინტერესებულ პირებსაც. ამისთვის, მსურველებმა 20 სექტემბრამდე (დღის ბოლომდე) სარეგისტრაციო ფორმა (https://forms.gle/QTPCn3mW2Hn7vdcu6) უნდა შეავსონ. 

ინფორმაციისთვის, კვირეული ტარდება ახმეტის, ნინოწმინდისა და გორის მუნიციპალიტეტებში არსებული ინოვაციური ცოდნის ჰაბების ფარგლებში, რომლებიც შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ CENN, Green Lane NGO და KRDF. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება და სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების დამკვიდრების მხარდაჭერა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.