ცესკოში რეგისტრირებულ საარჩევნო სიების წარმომადგენელთა ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრია. ზოგიერთი კი ადგილობრივ წარმომადგენელლობით ორგანოში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მუშაობდა.
რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა ვინ არიან გორში, “ქართული ოცნების” პროპორციულ/მაჟორიტარულ სიაში და მათ შორის რამდენია ყოფილი ან მოქმედი დეპუტატი. ამჟამინდელი საკრებულოს წევრი ქალებიდან (7) მმართველი გუნდის პარტიულ სიაში ახლა მხოლოდ 2 -ია, თამარ მურალოვა და ასმათ ტალახაძე, დანარჩენები კი ახალი სახეები არიან.
რაც შეეხება პარტიის შემადგენლობაში მყოფ კაცებს, მათი უმრავლესობა მომედი საკრებულო წევრია. ერთ-ერთი მათგანი, გიორგ სოსიაშვილი კი საკრებულოს წევრი “ნციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდშიც იყო. სიაში ზოგიერთი მათგანი მაჟორიტარობის კანდიდატიცაა. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარისთვის კი ეს უკვე მე-5 საკრებულოა, აქედან 2-ში თავმჯდომარის პოზიია ეკავა.
საკრებულოს წევრობის კანდიდატებიდან ძველი კადრები არიან:
- დავით რაზმაძე
- გიორგი სოსიაშვილი
- მარლენ ნადირაძე
- თამარ მურალოვა
- მიშა გოგინაშვილი
- გიორგი შიოშვილი
- მანუჩარ ლაფაჩი
- დავით სარალიძე
- მერაბ მელანაშვილი
- ასმათ ტალახაძე
- კობა ბერიანიძე
- შოთა ვანიშვილი
- ბაქარი გიუნაშვილი
- ჯუმბერ გიგაური
- ივანე ნონიკაშვილი
- დავით ადუაშვილი
- მანუჩარ ლაფაჩი
- დავით სარალიძე
- იოსებ მუმლაძე
- მურაზ ღოლიჯაშვილი
ინფორმციისთვის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გორის საკრებულოს 40-ის ნაცვლად, 30 წევრი ეყოლება. მიუხედავად ამისა, ჩამონათვალი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ცენტრალურ სარჩევნო კომისიას წარუდგინა, 42 წევრისგან შედგება.