ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის დავით ქაცარავს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსი გაიტაცეს.
“კირბალიდან ახლახანს, დაახლოებით 1 საათის წინ, რუსორკებმა ადგილობრივი მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი გაიტაცეს. გატაცება ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა” , – აღნიშნულ ინფორმაციას ქაცარავა სოციალულრ ქსელში აქვეყნებს.
დატოვეთ კომენტარი