ახალი ამბები

კირბალიდან გატაცებული მწყემსი ოკუპანტებმა რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან გატაცებული მწყემსი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამის შესახებ, ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.

“დღევანდელი გატაცების შემდეგ კირბალში, დავაფიქსირეთ ოკუპანტები, რომლებიც დგანან გერმანული ნაგაზის თანხლებით, რომლითაც დღეს ინადირეს ჩვენს მოქალაქეზე. საბედნიეროდ, მათ არ გააცხინვალეს ზურაბ დოთიაშვილი და რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ კირბალელი მწყემსი დააბრუნეს” , – აცხადებს ქაცარავა.

მისივე თქმით, ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად ფაქტობრივად არაფერს აკეთებს.

დატოვეთ კომენტარი