ახალი ამბები

პრემიერი თორნიკე მერებაშვილის ოჯახს ობიექტურ გამოძიებას დაპირდა

გორში პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თორნიკე მერებაშვილის მშობლებს შეხვდა.

გარდაცვლილი მერებაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილს მათი შვილის საქმით დაინტერესება სთხოვეს, პრემიერმა მათი თხოვნა მოისმინა და დაპირდა, რომ საკითხით დაინტერესდება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 სექტემბერს გორში “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოფიციალურად წარადგინა. წარდგენის დასრულებამდე თორნიკე მერებაშვილის მშობლები პრემიერს ჯებირს მიღმა ელოდებოდნენ. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 2018 წლის 6 ივლისს თორნიკე მერებაშვილი გარდაიცვალა, მშობლების განცხადებით, მკვლელობის საქმე გაყალბდა და დამნაშავეები დღემდე არ დასჯილან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.