2022 წლიდან საბიუჯეტო თანხები გორის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარებისთვისაც დაიხარჯება. 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრიდან გაირკვა, რომ ამ დრომე არსებულ 6 პრიორიტეტს მომავალი წლიდან კიდევ ერთი მათგანი დაემატება, რომლის საფუძველი გორის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობა გახდა.
“2022 წლიდან ემატება ეკონომიკის პრიორიტეტი. რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე გვაქვს, გამოვიტანეთ ცალკე. აქ იგულისხმება მუნიციპალური განვითარების სააგენტო და ტრანსპორტის სააგენტო”, – ამბობს დალი ტლაშაძე.
2022 წლისთვის ეკონომიკის განვითარებისთვის გორის მუნიციპალიტეტში 2 მლნ 865 ათასი ლარია გათვალისწინებული.
2022 წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების ჩამონათვალი და პირველადი ვერსიით გათვალისწინებული თანხები:
თანხა ათას ლარებში
პრიორიტეტის კოდი | დასახელება | 2022 წლის პროექტი |
გადასახდელები სულ | 50 924,5 | |
01 00 | მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები | 10 284,4 |
02 00 | ინფრასტრუქტურის განვითარება | 17 119,1 |
03 00 | დასუფთავება და გარემოს დაცვა | 3 040,0 |
04 00 | განათლება | 8 650,0 |
05 00 | კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი | 5 907,6 |
06 00 | ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა | 3 058,4 |
07 00 | ეკონომიკის განვითარება | 2 865,0 |