ახალი ამბები

გორის მერიამ 1 წელში 8 ბენეფიციარს დაუფინანსა ფსიქო-სარებილიტაციო კურსი

გორის მერიაში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ერთი წელია ფუნქციონირებს. განყოფილებამ მუშაობის განვლილი პერიოდი შეაჯამა. განყოფილების ინფორმაციით, ერთი წლიანი მუშაობის შედეგად, ძალადობაგანცდილ 8 ბენეფიციარს ფსიქო-სარებილიტაციო კურსი დაუფინანსდა.

ბავშვთა განყოფილება თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად დაიდგა სოციალური ყუთი, სადაც გროვდება ტანსაცმელი, სათამაშოები, სხვადასხვა ნივთები და ნაწილდება შეჭირვებულ ოჯახებზე.

“განყოფილებამ ერთი წლის განმავლობაში, მომართვის საფუძველზე, შეისწავლა ათეულობით შემთხვევა, სიღარიბეში მცხოვრები ასზე მეტი ბავშვის ოჯახი, განახორციელა სკოლის მიღმა დარჩენილი ათეულობით ბავშვის მონიტორინგი. განყოფილება აქტიურად თანამშრომლობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთანაც. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად დაიდგა სოციალური ყუთი. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით, შეიქმნა ახალი პროგრამა. შედეგად ძალადობაგანცდილ 8 ბენეფიციარს დაუფინანსდა ფსიქო-სარებილიტაციო კურსი, 2021 წლის იანვრიდან პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 3 ბენეფიციარი, რომელიც სრულწლოვანი(არაუმეტეს 21 წლისა)ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ დახმარებას”, – ამბობს დიანა ბერიძე

დატოვეთ კომენტარი