“ქართულ ოცნებას” 5-მა გორელმა წინასაარჩევნოდ 50 000 ლარი გადაურიცხა.
გადარიცხვა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში 6 სექტემბერს აისახა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ პარტიამ გორიდან შემოწირულობის სახით ბოლო მონაცემებით, ჯამში 150 000 ლარი მიიღო. შემომწირველებს შორის ძირითადად არიან ბიზნესმენები.
რაც შეეხება ბოლო 5 გადარიცხვას, მმართველ პარტიას 20 000 ლარი გადაურიცხა მურაზ მეტრეველმა, ამავე ოდენობის თანხა გადარიცხა აბესალომ ეგაძემაც.
დატოვეთ კომენტარი