სტატიები

300 ათას ლარზე მეტი მოედნებისა და ტრენაჟორების მოწყობისთვის – გორის მერიის ტენდერები 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში მინი მოედნების, სკვერისა და ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტინისხიდში სკვერისა და ტრენაჟორების მოსაწყიბად 30 370 ლარი, ქიწნისში მინი მოედნის მოსაწყობად 109 500 ლარი, სათემოში მინი მოედნის მოსაწყობად 109 500 ლარი, ბოშურში ტრენაჟორების მოსაწყობად 94 285 ლარი გაითვალისწინა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 11 სახეობის ტრენაჟორის განთავსებას სოფელ ბოშურში გეგმავს, სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ტრენაჟორების მიწოდების გარდა, მათი მონტაჟიც უნდა უზრუნველყოს.  

საერთო ჯამში აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  343 655 ლარია გათვალისწინებული. 

დატოვეთ კომენტარი