ახალი ამბები

გორის საკრებულოს დეპუტატის საჩივარზე, შსს-მ საქმე ძალადობის მუხლით აღძრა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ირმა ამბარდნიშვილის საჩივარზე გამოძიება 126-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

შსს დეპუტატის ცემის ფაქტზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ინფორმაციისთვის, საკრებულოს წევრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მასზე ფიზიკურად სამმა მამაკაცმა იძალადა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.